Saturday, March 9, 2013

ადამიანის კვება


სალათი

            კვება ადამიანის ცხოვრებაში  - პროექტი


პროექტის აქტუალობა -- ხილის და ბოსტნეულის ყოველდღიურობა ჩვენს ცხოვრებაში.
მიზანი --მოსწავლეები გაეცნონ თუ რა სახის საკვებს იცნობენ და რა სარგებლობა მოაქვთ მათ ცხოვრებაში.
ასაკი -- 7-8  წელი.
ვადა -- 1 კვირა.
პროექტისთვის საჭირო რესურსები --- ,,ჩვენი გარემოს" სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტში მოძიებული მასალა თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები.
პროექტის მსვლელობა--- მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად, დაინტერესების მიზნით ვუყვები და ვაჩვენებ მოძიებულ მასალას თუ რა სარგებლობა მოაქვს ადამიანის ჯანმრთველობისათვის ხილისა და ბოსტნეულისაგან დამზადებულ საკვებს. თუ რა სახის ვიტამინებს შეიცავენ  და როგორი აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისათვის მათი მიღება. წახალისების მიზნით ვაძლევ დავალებას მოამზადონ ხილისა და ბოსტნეულის ტორტი. თაბახის ფურცლებზე თავიანთი ფანტაზიით და მიღებული ცოდნის შედეგად დააკავშირონ ერთმანეთთან წითელი ფერით ბოსტნეულის ტორტისთვის საჭირო პროდუქტის აღმნიშვნელი სიტყვები და ხილის ტორტისთვის კი შავი ფერით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი -მეორე კლასის ,,ჩვენი გარემოს" სახელმძღვანელო და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
მოსალოდნელი შედეგები -მასწავლებელი უსვავს კითხვას თუ რაოდენ სასარგებლოა მათ მიერ მომზადებული ტორტები.
 პროექტის ხელმძღვანელი: ეკატერინე საათაშვილი.
პროექტის ავტორის ელ-ფოსტა:   e.saatashvili73@gmail.com